გორელოვკას დუხაბორები
სამცხე-ჯავახეთის სამხრეთით, ქალაქ ნინოწმინდადან სამხრეთით 12 კმ.ში და მხოლოდ 10 კმ. მოშორებით სომხეთის საზღვრიდან, მდებარეობს პატარა სოფელი გორელოვკა. ესაა პატარა, მაგრამ საოცარი მართლმადიდებლურ-პროტესტანტული საზოგადოების, დუხაბორების სამშობლო.
გორელოვკა 1840 წელს დაარსდა, როცა დუხაბორები, ,,სულების მებრძოლები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, თვადაპირველი სამშობლოდან, რუსეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი რუსეთის მეფემ, ნიკოლოზ პირველმა გამოაძევა ქვეყნიდან მას მერე, რაც მათ არამხოლოდ უარი თქვეს ერწმუნათ მართლმადიდებლური რუსული ეკლესია, არამედ, როგორც პაციფისტებმა, უარი თქვეს არმიაში ემსახურათ.
დუხაბორებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რვა სოფელი დააარსეს. აქედან გორელოვკა იყო ყველაზე დიდი. თანამედროვე წყაროები ახალჩამოსახლებულებს ახასიათებენ როგორც ყოჩაღ და დისციპლინირებულ ხალხს, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით, სიცოცხლით სავსე კომუნა შექმნეს, სოფლის მეურნეობის ბაზაზე, რომელიც დროთა განმავლობაში კავკასიაში ერთ-ერთ მდიდარ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში გორელოვკას კოლმეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლმეურნეობა იყო მთელს საბჭოთა კავშირში. ცნობილი რუსი პოეტი, ტოლსტოი მათი დიდი გულშემატკივარი იყო და მხარს უჭერდა. მან დააარსა სკოლა, რომელიც დღესაც არსებობს. ის ასევე დაეხმარა დუხაბორებს დასავლეთ კანადაში წასულიყვნენ, სადაც დღესაც არის მათი დიდი საზოგადოება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალგაზრდა გორელოვკელების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მიზეზი სწავლის შესაძლებლობების და დასაქმების უქონლობაა. 150 ოჯახიდან თუთქმი უმეტესი ნაწილი გორელოვკაში ცხოვრობს.
აქ ცხოვრება ადვილი არ არის. სოფელი ჯავახეთის პლატოზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. აქარუ ზამთარი გრძელია, ზაფხული კი მოკლე. თუმცა სოფელი ძაფხულის ლამაზ დღეებში , გერშემორტყმული მთების და მდელოების ფონზე ძალიან ლამაზი სანახავია.
გორელოვკა, შეიძლება ითქვას მხოლოდ დუხბორების სამშობლო აღარაა. აქ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხები და მუსულმანები დასახლდნენ. მართალია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები მეგობრულად ცხოვრობენ ერთად, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებებიც: მუსულმანებს არ აქვთ უფლება მიცვალებული სოფლის სასაფლაოზე დაკრძალონ. შემდეგი მუსულმანური სასაფლაო კი 250 კმ.ის დაშორებითაა.
მკაცრი ბუნებისა და ეთნიკური სხვადასხვაობის მიუხედავად, გორელოვკაშ ცხოვრება მშვიდია. დუხაბორებს სწამთ არამხოლოდ ბუნებასთან შერწყმაში ცხოვრება, არამედ ისევ პაციფისტებად რჩებიან, უარყოფენ მატერიალურ კეთილდღეობას და ზეპირსიტყვიერებით გადასცემენ ერთმანეთს თავიანთ ჰიმნებსა ლექსებს. მათი ტრადიციული ფერადი სამოსი ლურჯ, მწვანე და თეთრ ფერებში, მათ განწყობას გამოხატავს. ასეთივე ფერებშია მათი სახლები მოხატული.
ერთი მიზეზია კიდევ თუ რატომ აგრძელებს ასწლეულების განმავლობაში მათი კომუნა არსებობას: სიცარიელე ორ სქესს შორის არასოდეს ყოფილა დიდი. ქალებს პატივისცემით ეპყრობიან და მათი ცხოვრების სტილი საკმაოდ თავისუფალი და ხალისიანია.
მისასვლელი გზა:
გორელოვკა ჯავახეთის პლატოზე, რეგიონის სამხრეთით მდებარეობს, 12 კმ.-ის მოშორებით ქალაქ ნინოწმინდადან და 10 კმ.-ში სომხეთის საზღვრიდან. ნინოწმინდადან ტაქსით 15 წუთში მიხვალთ ( 10 ლარი)
მანძილები:
ნინოწმინდა-გორელოვკა: 12კმ | ახალციხე-გორელოვკა: 103კმ
მიაქციეთ ყურადღება:
გორელოვკა ზღვის დონიდან 2000 მეტრში მდებარეობს. საუკეთესო პერიოდი მოსანახულებლად არის ზაფხულში ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე და აქაც თბილად შეიმოსეთ და მყარი ფეხსაცმელები ჩაიცვით. ჯავახეთის პლატოზე ამინდა სწრაფად ცვალებადია. სოფელში არ არის ტურისტული ინფრასტუქტურა. არის ერთი მაღაზია სადაც წყალს, სასუსნავებს და რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ პროოდუქტებს შეიძენთ. არის უბრალო სახლი სასტუმროებიც.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.