მარო ბებოს ცხოვრება
მარო ბებო, მარიამ ზედგინიძე, 1933 წლის 1 იანვარს სოფელ მუსხიში დაიბადა.
7 წლის ასაკში, ძველი ოჯახური ტრადიციის მიხედვით, ის ტრადიციული მესხური ხალიჩის ქსოვის ხელოვნებას დაეუფლა და სკოლის დამთავრებამდე სოფელში დარჩა.
1970 წლიდან ის იწყებს სხვადასხვა ხელოვნების წრეების დაარსებას სადაც ის დრესაც 90 წლის ასაკში ხალისით მუშაობს და ასწავლის.
მარო ბებომ მრავალი ჯილდო მიიღო თავისი დაუღალავი შრომისთვის ართული ტრადიციული ხელსაქმის გადარჩენის და შენარჩუნების საქმეში. საბჭოთა კავშირის დროს მას არაერთხელ გაუმარჯვია შეჯიბრებებში. მას ,,საქმის ვეტერანი’’ შეარქვეს და საპატიო მედლით დააჯილდოვეს.
ის ბევრ ქართულ გამოფენაზე, ფოლკლორის ფესტივალებზე ღებულობდა მონაწილეობას, სადაც მან დაამტკიცა, რომ მას მხოლოდ ქსოვის ნიჭი არ აქვს. 2015 წელს ეროვნულ ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე დაჯილდოვდა.
თავის პატარა და დახვეწილ მუზეუმში მარო ბებო ქართული ტრადიციული ხელსაქმის 200 ზე მეტ ნიმუშს ინახავს, რომელთა შორისაა ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ჩანთები და ფეხსაცმელები ან საოჯახო ნივთები, რომლები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. ზოგიერთი ექსპონატი რამდენიმე ასეული წლისაა.
მარო ბებო მრავალი ათეული წელია ასწავლის, მათ შორის ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუზეუმში ის აგრძელებს თავის ტრადიციას და ატარებს ზალიჩის ქსოვის და მატყლის დართვის კურსებს.
2014 წელს მარო ბებოს ცოცხალი ეროვნული საგანძურის სტატუსი მიენიჭა დაუღალავი შრომისა და ტრადიციული ქართული ხელსაქმეების შენარჩუნების საქმეში.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.