მარო ბებოს მუზეუმი

ისტორიულ სოფელ მუსხიში, რომელიც ახალციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 წუთიანი სამანქანო გზის სავალზეა, ქართული ტრადიციული ხელოვნების და ძველი ხელნაკეთი ნივთების ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმია: მარიამ ზედგინიძის მუზეუმი, რომელიც 2013 წელს ,,მარო ბებოს მუზეუმი და სკოლას’’ სახელწოდებით გაიხსნა.

 მარიამ ზედგინიძე, მარო ბებოს სახელით ცნობილი, ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების თვალსაჩინო ხელოვანია. მას 2014 წელს ცოცხალი ეროვნული საგანძურის სტატუსი მიანიჭა.

 მარო ბებო თავის მუზეუმში 200 მდე ტრადიციულ ქართულ ხელნაკეთ ნივთს ინახავს.მათ შორისაა ხელით ნაქსოვი ხალიჩები,ჩანთები, ფეხსაცმელები და სახლში გამოსაყენებელი ნივთები, რასაც ის რამდენიმე ათწლეული აგროვებდა და 1970 წლიდან თავის მოსწავლეებთან ერთად თავად ამზადებდა.

 ხელოვნების ნიმუშებში ტრადიციული მესხეთური ცხოვრების სტილი ჩანს. ადგილობრივები ,, მესხეთს’’ გამოიყენებენ მთელი სამცხეს რეგიონისთვის. ხოლო თავდაპირველ აქ დასახლებულ ადამიანს მესხები ეწოდებათ.

 თუმცა მარო ბებოს მუზეუმ სოფელ მუსხიში არამხოლოდ საოცარი გამოფენაა, არამედ ის სკოლაცაა, სადაც ტრადიციული ქართული ხელსაქმის სწავლა შეიძლება. მატყლის დართვის და ხალიჩების ქსოვის შეანარჩუნებლად მარო ბებო კურსებს სთავაზობს და დაინტერესებულ პირებს აცნობს ქართული ხელსაქმის გრძელ ტრადიციას.

 ის მესხულ ტექნიკას, ბუნებრივ მასალას, მაგალითად თხილის ფოთლებს, ან მაყვალს იყენებს და შედეგად ლამაზ ბუნებრივ ფერებს იღებს ტრადიციული მესხური ხალიჩების მოსაქსოვად, რომლებიც განსაკუთრებული სტილით და ტიპიური ორნამენტებით გამოირჩევა.

 ხალიჩების გარდა მუზეუმში ნახავთ 200 ზე მეტი სახეობის საოჯახო ტრადიციულ ნივთს, რომლებსაც მარო ბებო ათწლეულები აგროვებდა რეგიონში: თიხის თასები, სპილენძის დოქები, ხის საოჯახო ნივთები, ტრადიციული ტყავის ფეხსაცმელები და ბევრი სხვა. ზოგიერთი ნივთი რმადენიმე ასეული წლისაა.

მისასვლელი გზა:

მარო ბებოს პატარა მუზეუმი მდებარეობს ისტორიულ პატარა ქალაქ მუსხიში. 20 წუთიანი გზა, 16 კმ. არის ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ტახი 20 წუთში ჩადის და ღირს 10 ლარი, მიკროავტობუსი 30 წუთში ჩადის და ღირს 2 ლარი.

მანძილი:
ახალციხე-მუსხი: 16კმ

სამუშაო საათები და ფასები:
ორშაბათიდან კვირამდე ღიაა. შესვლა უფასოა

მიაქციეთ ყურადღება:

აქ არის ერთი პატარა მაღაზია, სადაც წყალს, სასუსნავებს და რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებს შეიძენთ.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.