Saro Fortress

საროს ციხესიმაგრე

საროს ციხესიმაგრე, ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, საროს ციხესიმაგრის ნანგრევები, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის მეგალითური ქვების კომპლექსის ნაწილია. ანსამბლი თავის დროზე სამი შენობისგან შედგებოდა. კედლები, საძირკვლის გარეშე პირდაპირ მიწიდან ან კლდიდან აღიმართებოდა.

მიახლოებითი წარმოდგენა საროს ციხესიმაგრის ათასობით წლის წინ, დაახლოებით შესაძლებელია, მაგრამ კედლების სიმაღლე და სისქე, სავარაუდოდ, 3 მეტრამდე აღწევდა.

ციხის ნანგრევების შდა ნაწილში ადვილად ამოიცნობა საწყობი ოთახების ნანგრევები. ციხესიმაგრის თაღებში სამხრეთით და ჩრდილოეთით, რთულად მისასვლელი ხვრელები იყო, რომლებსაც, ლეგენდის მიხედვით, სოფლის მცხოვრებლები მტრის შემოსევის შემთხვევაში სამალავებად იყენებდნენ. სოფლის მახლობლად ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ადრეული ბრინჯაოს კულტურის ფრაგმენტები იქნა აღმოჩენილი, რომელსაც ,,მტკვარ-არაქსის კულტურას“ უწოდებენ. აქ ასევე შუასაუკუნეების თიხის ჭურჭელიც აღმოაჩინეს.

სახელი ,,მტკვარ - არაქსის კულტურა“ ორ მდინარეს შორის არსებულ რეგიონს უკავშირდება. მდინარეები არაქს ( ან არას, არაქეს) და მტკვარი, რომელსაც თურქულად კურა ეწოდება.

მდინარე არაქსი თურქეთიდან მოედინება, თურქეთისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ ირანში და აზერბაიჯანში მიედინება და ჩადის კასპიის ზღვაში.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

 

Fields marked with * are required.