საროს მთავარანგელოზის ეკლესია
საროში ყველაზე კარგადაა შემორჩენილი მთავარანგელოზის ეკლესია.
ეკლესიის არქიტექტურა ტრადიციული ჯვრისფორმის გეგმის მიხედვითაა ნაგები. ეკლესია ორნავიანია და მე-7 , მე-8 საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის სხვა დეკორატიული ელემენტები უფრო გვიანდელი პერიოდიდანაა.
ეკლესია უმეტესწილად ვულკანური წარმოშობის ნაცრისფერი ქვითაა ნაშენები, ფასადი კირქვით, ხოლო კუთხეებში გაპრიალებული ქვიშაქვით.
როგორც ექვთიმე თაყაიშვილი 1902 წლის ჩანაწერში ახსენებს, მე-19 საუკუნის ბოლოს, ცუდ მდგომარეობაშ მყოფი ეკლესია ისევ აღადგინეს. ექვთიმე თაყაიშვილი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ისტორიკოსი და არქეოლოგი იყო. 1917 წელს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და ასევე უნივერსიტეტის პროფესორი იყო. თუმცა 1921 წელს მან დაკარგა პროფესორის სტატუსი, როცა საბჭოთა კავშირი შემოიჭრა საქართველოში.
თაყაიშვილი საქართველოს მთავრობას გაყვა საფრანგეთში ემიგრაციაში და მთელი ქართული საგანძური თან წაიღო. 40 დიდ ყუთში მოთავსებული იყო ქართული კულტურის საგანძური, რომელიც თაყაიშვილმა სახელმწიფოს დავალებით წინა წლებში შეაგროვა.
სიკვდილის შემდეგ, 2013 წელს ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს გმირის წოდება მიენიჭა.
ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის ჩანაწერში საროს მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ ირკვევა, რომ სამხრეთ ნაწილში ღია ორსართულიანი ფასადი აშენდა, რომელმაც წინანდელი მთავარი შესასვლელი დასავლეთ კედელზე ფართო თაღით შეცვალა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სარკმელები ჯერ ისევ ორიგინალი იყო. ქვეყნის გასაბჭოვების შემდეგ, როცა ეკლესიას სასოფლო - სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდნენ, სარკმელები ოთხკუთხა ხის ჩარჩოებში ჩასვეს.
1902 წლის ჩანაწერში ექვთიმე თაყაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საროს მთავარანგელოზის ეკლესიას სამი სხვადასხვა საკურთხეველი ჰქონდა. სამივე პატარა სარკმელების საშუალებით ნათდებოდა. არსებობს ასევე ქართული ლეგენდა სამი ძმის შესახებ. ისინი სოფლის მცხოვრები თავადიშვილები ყოფილან. ძმებმა ააშენეს ციხესიმაგრე და ეკლესია და სამივეს საკუთარი მოძღვარი ჰყავდა. ცალცალკე აუშენებიათ სამი ტრაპეზი, რომ ცალ-ცალკე შეესრულებინათ ღვთისმსახურება.
პრეზიდენტის ბრძანებით, 2006 წლის ნოემბერში საროს მთავარანგელოძის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის ავთენტური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.