საროს ეკლესია და ციხესიმაგრე
სოფელი სარო ასპინძიდან სამხრეთით, 10 კმ.ში ავტობანზე ს11 მდებარეობს. დაახლოებით 4 კმ.ში, სანამ ხერთვისის ციხესიმაგრემდე მიაღწევთ, მარცხნივ უხვევს გაუმართავი გზა, საიდანაც 2 კმ.ში სოფელს მიადგებით.
სოფელი სარო, თავისი ნანგრევებით და მთელი რიგი მეგალითური ქვებით, საქართველოს ისტორიის საოცარ ნაზავს ქმნის, რომელსაც ქრისტეშობამდე 2 ათასწლეულში მივყავართ. სოფლის ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობა, ჩვენამდე კარგად მოღწეული მე-7, მე-8 საუკუნეების ეკლესიაა.
სამცხე-ჯავახეთის თავდაპირველი მოსახლეობა მესხები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დასახლდნენ. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ სოფელ საროსა და მის შემოგარენში პირველი მოსახლეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნიდან ფიქსირდება.
მესხური სახლების ნანგრევები სოფელ საროში მე-7, მე-8 საუკუნისაა. მშრალი და მკაცრი კლიმატის გამო, რეგიონში არსებული სახლები ნაწილობრივ მიწაში იყო ჩაფლული და უმეტესწილად ქვისგან იყო ნაგები. სახლებს უცნაური წერის კონსტრუქცია ჰქონდათ, რომელსაც, მისი ფორმის გამო მერცხლის ბუდესაც ეძახიან. თაღისებრ ჭერს უმეტესწილად პირამიდის ფორმა ჰქონდა, რომელიც ოთკუთხედად გამოჭრილი რიგებით და სარტყელითაა მოწყობილი, რაც მზის სინათლის შემოსვლას და შუაცეცხლიდან წამოსული კვამლის გასვლას უწყობდა ხელს.
სახლის შემდეგი მთავარი ნაწილები ოთახში განთავსებული ხის სვეტებია. ისინი არამხოლოდ სახლის სტაბილურ დგომას უწყობს ხელს, არამედ დეკორატიული დატვირთვაც აქვს და ხშირად მოჩუქურთმებულია. ასეთ დიდ შიდა ითახებს, მორთული სვეტებითა და ეგრეთწოდებული მერცხლის ბუდის ჭერით საქართველოში დარბაზს უწოდებენ.
არქიტექტურის ამ ფორმას, როგორც ჩანს, რომაელებიც კარგად იცნობდნენ. ამაზე მეტყველებს რომაელი არქიტექტორის, მარკუს ვიტრუვიუს პოლიოს ცნობილი შედევრი ,,არქიტექტურა“, რომელიც ართადერთი ნაწარმოებია არქიტექტურის შესახებ ანტიკური ხანიდან, სადაც ის დარბაზის მნიშვნელობას განმარტავს.
საქართველოში დარბაზის სხვადასხვა ვარიანტებით მე-20 საუკუნემდე აგებდნენ სახლებს.
მნიშვნელობა არ აქვს როდის ესტუმრებით სოფელ საროს. გირჩევთ აუცილებლად მყარი სალაშქრო ფეხსაცმელები ჩაიცვათ და ასვე თბილ ტანსაცმელში გამოეწყოთ, რადგან სოფელი სარო ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. თუმცა თუ გაგიმართლად და მზიანი ამინდი დაგემთხვევათ, ულამაზესი არის ამ უშველებელი ქვის ლოდების ყვითლად ბზინვარების დანახვა მზის სინათლეზე. ასევე შეგიძლიათ ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბეთ.
მგზავრობა:
სოფელი სარო ასპინძის სამხრეთით დაახლ.10 კმ.-შია. ავტობანი ს11 ასპინძადან ხერთვისის და ვარძიის მიმართულებით. 2 კმ.-ში ხერთვისამდე პატარა გაუმართავ გზაზე უხვევთ მარცხნივ და მიადგებით სოფელ საროს. ტაქსი ახალციხიდან იღებს 30 ლარს და ჩამოდის დაახლ.40 წუთში, მიკროავტობუსი ღირს 4 ლარი და სჭირდება 1 სთ.
მანძილი:
ახალციხე-სარო: 46კმ | ასპინძა-სარო: 17კმ
სამუშაო საათები და ფასები:
სოფლის მონახულება ნებისმიერ დროს შეიძლება. დათვალიერება უფასოა.
მიაქციეთ ყურადღება:
სოფელში არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. არის მხოლოდ ერთი პატარა მაღაზია, სადაცელნაკეთი სუვენირები, წყალი და სასუსნავები შეგიძლიათ შეიძინოთ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.