ორი კოშკის ლეგენდა
ხერთვისის ციხესიმაგრეში ორი კოშკია, ერთი ხუთკუთხა და მეორე ოთხკუთხა.
ქართულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს კოშკები თამარ მეფის დროს, ადრეულ მე-12 საუკუნეში აშენებულა. თამარ მეფე, რომლის მეფობის ხანასაც საქართველოს ისტორიაში ,,ოქროს ხანად’’ მოიხსენიებენ, მეფე გიორგი მესამეს უფროსი ქალიშვილი იყო. ის 1184 დან 1213 წლამდე განაგებდა ქვეყანას და იყო საქართველოს პირველი ქალი მბრძანებელი.
ლეგენდის თანახმად თამარ მეფემ ორი კოშკის აშენების ბრძანება გასცა. აღმოსავლეთის კოშკი ქვის მთლელ ოსტატს უნდა აეშენებინა, დასავლეთის კოშკი კი მის შეგირდს. თამარ მეფე შეპირდა დიდ საჩუქარს იმას, ვინც უფრო ლამაზ კოშკს ააგებდა. როგორც აღმოჩნდა თამარს ხუთკუთხა დასავლეთის კოშკი უფრო მოეწონა, ვიდრე ოთხკუთხა. მაგრამ ქვის ოსტატს არ სურდა დამარცხება ეღიარებინა და ეშმაკობა იხმარა. როცა მისი შეგირდი კოშკის თავში იყო და სამუშაოს ასრულებდა, მან დროებით მიმდგარი ხის კიბე გამოაცალა და მხოლოდ ორი თხელი საფეხური დატოვა. შეგირდი შეეცადა გადმომხტარიყო, რადგან მას სხვა გზა არ ჰქონდა და ქვემოთ მტკვრის სანაპიროსკენ გადახტა, დაშავდა და დაიღუპა. ამიტომ ხერთვისის ციხესიმაგრეს ადგილობრივები მეორე სახელად მსხვერპლის ადგილსაც უწოდებენ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.