ხერთვისის ციხესიმაგრე
ხერთვისის შთამბეჭდავი ციხესიმაგრე ნაწილობრივაა რესტრავრირებული და ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ის იგივე სახელწოდების ერთ პატარა სოფელში მდებარეობს, რომელიც ქალაქ ახალციხის სამხრეთით, დაახლოებით 50 კილომეტრშია. სამანქანო გზა დაახლოებით ერთი საათი იქნება.
ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, ცნობილი ვარძიის მიმართულებით, შეგიძლიათ შეჩერდეთ, ხერთვისთან ავტობანზე ს 11 მთავარ გზაზე შ 58 გადაუხვიოთ. ვარძიაში მისასვლელად მანქანით დაახლოებით 13 კმ. არის სავალი სამხრეთით.
ხერთვისის ციხესიმაგრე მდინარე მტკვრისა და ფარავნის შესართავთან გორაკზე მდებარეობს. ციხესიმაგრიდან ვიწრო ხეობა ჩანს. ეს კი მიანიშნებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ასწლეულების განმავლობაში, რომნელიც მნიშვნელოვან სავაჭრო გზას აკონტროლებდა და ბიზანტიის იმპერიიდან კავკასიისკენ მოემართებოდა. ხოლო სახელი ,,ხერთვისი’’ კი ორი მდინარის შეხვედრის ადგილს აღნიშნავს.
ციხესიმაგრის კომპლექსი წარმოადგენს გაწელილი ფორმის ციხესიმაგრეს, რომელიც რესტავრირებული გარე კედლებისა და ორი სათვალთვალო კოშკისგან შედგება. ერთი კოშკი ხუთკუთხაა, მეორე ოთხკუთხა. ციხესიმაგრის შიდა ნაწილში ციტადელი, პატარა ციხე, მე-10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია და გვირაბის ნანგრევებია, რომელიც მდინარისკენ მიემართებოდა. ალყის შემორტყმის შემთხვევაში, მცველებს გვირაბიდან შეეძლოთ კოშკში წყალი და საკვები შეუმჩნევლად მიმეწოდებინათ.
მართალია ახალციხეში სრულიად რესტავრირებული ,,რაბათის ციხესიმაგრე’’ დღეს უფრო პოპულარულია, მაგრამ ხერთვისი მასზე 1000 წლით უფრო ძველია.
უძველესი ნანგრევები ქრისტეშობამდე მეორე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მანამდეც იდგა მის ადგილას პატარა ციხესიმაგრე. რომელიც, ლეგენდის თანახმად ალექსანდრე დიდმა დაიკავა თავისი აღმოსავლეთ ლაშქრობების პერიოდში მე-4 საუკუნეში ქრისტეშობამდე.
დღევანდელი კედლები მე-14 საუკუნეში აშენდა. ერთ-ერთ აქ აღმოჩენილ ქვაზე არსებულ წარწერაზე დაყრდნობით, მმართველი ჯაყელების ხაზინადარმა და ვასალმა, ზაქარ კამკამიშვილმა აქ წამოიწყო დიდი მშენებლობა.
საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ განადგურდა ხერთვისი: მე-13 საუკუნეში მონღოლების შემოსევის და მე-16 საუკუნეში ოსმალების იმპერიის შემოსევის შედეგად. მხოლოდ 1829 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დასასრულისთვის შეიცვალა ხერთვისმა მფლობელი. ამჯერად რუსეთის იმპერიამ მოახდინა რეგიონის ანექსია და ხერთვისი რუსული და ქართული ჯარების სამხედრო ბაზად გადაკეთდა, რომელმაც ნელ-ნელა მაინც დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა.
რადგანაც ხერთვისს ბევრად ნაკლები მნახველი ყავს, ვიდრე რაბათს, 2018 წელს გადაწყდა, მის ირგვლივ ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნილიყო. დაიგო ხერთვისთან მისასვლელი გზა, ჩატარდა ციხესიმაგრის ჭიშკრის რესტავრაცია, მოეწყო მანქანების სადგომი, საპირფარეშოები და იქვე ერთი პატარა კაფეც არის. როცა ხერთვისის ციხესიმაგრის მონახულებას გადაწყვეტთ, წლის ყველა სეზონისთვის გირჩევთ მყარი სალაშქრო ფეხსაცმელების ჩაცმას, რადგან მისასვლელი ბილიკის გარკვეული ნაწილი ვიწრო და დამრეცია.
2007 წლის ოქტომბერში ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას წარედგინა.
მისასვლელი გზა:
როცა ახალციხიდან და ასპინძიდან მოდიხარ, ხერთვისის ციხესიმაგრე ავტობან ს 11 თან გზაჯვარედინზეა. ტაქსით 1 საათი ახალციხიდან ღირს 50 ლარი, ასპინძიდან, დაახლ. 20 წუთი, 15 ლარი.
მანძილი:
ახალციხე-ხერთვისი: 47კმ | ასპინძა-ხერთვისი: 17კმ
სამუშაო საათები და ფასები:
ხერთვისის ციხესიმაგრე ღიაა ორშაბათიდან კვირამდე. ზაფხულში 10-დან 19 სთ-მდე, ზამთარში 10-დან 18 სთ-მდე. მოზრდილები იხდიან 10 ლარს, ბავშვები უფასოდ შედიან. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე ბარათით.
გიდი:
ხერთვისის ციხესიმაგრის დასათვალიერებლად ზაფხულობით შესაძლებელია გიდის დაქირავება. ენები: ქართული, რუსული, ინგლისური. 25-30 ლარი ნაღდი ფულით, ან ბარათით.
მიაქციეთ ყურადღება:
ტურისტული ინფრასტრუქტურა 2018 წლიდან გაუმჯობესდა. აქ არის მანქანის სადგომები, საპირფარეშოები, მინიმარკეტი და პატარა უბრალო სახლი სასტუმროები.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.