St. Andrew in Georgia

ანდრია პირველწოდებული

ახალი აღქმის მიხედვით ანდრია, ისევე როგორც წმინდა პეტრე, იესოს ერთ-ერთი მოციქული იყო. საქართველოში მას ანდრია პირველწოდებულს უწოდებენ.

ქართული რელიგიური ტრადიცია მას არამხოლოდ ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად, არამედ ქართულ-მართლმადიდებლური ეკლესიის დამაარსებლად მოიხსენიებს. მართლმადიდებლური წესის მიხედვით, წმინდა ანდრიას შემცვლელი კონსტანტინოპოლიდან ეკუმენური პატრიარქი უნდა ყოფილიყო.

ადრინდელი წყაროები, როგორიცაა გალო - რომაული ისტორიკოსის გრიგორ ტურის მონაცემები,  მიუთითებენ, რომ წმინდა ანდრია ქრისტესშობამდე 10 წელს გალილეაში, ანუ დღევანდელ ისრაელში დაბადებულა. ძმის მსგავსად ისიც მეთევზე ყოფილა და X- ის ფორმის ჯვარზე აცვეს, ამ ფორმის ჯვარი დღეს ანდრიას ჯვარის სახელით არის ცნობილი. ჯვარცმა საბერძნეთის ქალაქ პეტრაში მოხდა, სადაც წმინდა ანდრიას რელიქვიები მისივე სახელობის ტაძარში ინახება.

ქართული მართლმამდიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ანდრიას დღეს მის მოსახსენიებლად, 12 მაისს და 13 დეკემბერს.

ქართული შუასაუკუნეების პერიოდის წყაროები გვამცნობენ, რომ აწყურის ღვთისმშობლის ფრესკა წმინდა ანდრიამ თავად ჩამოაბრძანა საქართველოში. წყაროებში ასევე ნათქვამია, რომ ეს ფრესკა 627 წელს ბიზანტიელმა კაიზერმა, ჰერაკლიუსმა აწყურში აღოაჩინა, როცა ის ირანელების წინააღმდეგ ომში აწყურისკენ მიემართებოდა.

დღეს აწყურის ღვთისმშობლის ფრესკა გელათის მონასტერში ინახება. გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.