აწყურის ციხესიმაგრე

სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით ადრინდელი აწყურის ტაძრიდან, პატარა გორაკზე შენიშნავთ ამ ადგილის მეორე სიმბოლოს: აწყურის ციხესიმაგრის ნანგრევებს.

ციხე-სიმაგრე, რომლის ნანგრევების ნახვაც შთამბეჭდავია, იმ პერიოდში აშენდა, როცა შენდებოდა აწყურის ტაძარი. მიზანი იყო მტკვირს ხეობის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ბორჯომსა და ახალციხეს შორის, გაკონტროლება.

1283 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ციხესიმაგრეც გაანადგურა, რომელიც მალევე ისევ აღადგინეს.

მე-15, მე-16აუკუნეებში საქართველო დაიშალა პატარა სამეფოებად. დამატებითი შეტევები ირანისა და ოსმალეთის იმპერიებისგან კიდევ უფრო ასუსტებდა ნახევრად დაშლილ ქვეყანას. თუმცა, აწყურის ციხესიმაგრემ ამასაც გაუძლო.

მე-19 საუკუნის დასაწყისში საომარი ბრძოლების დროს ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა აღდგენილი ციხესიმაგრე: 1828 და 1829 წლებში,რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გენერალ ივან პასკევიჩს დაევალა ალყა შემოერტყა ყველა 15 კმ რადიუსში არსებული ციხესიმაგრისთვის და მათ შორის იყო აწყურიც, სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებული და ისე დაეპყრო ოსმალების ჯარები.

1828 წლის 17 აგვისტოს, ახალციხის ციხესიმაგრე აიღო გენერალმა პასკევიჩმა, რამდენიმედღიანი ალყის შემდეგ. მერე კი ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე აწყურის ციხესიმაგრეც აიღო, რომელსაც ჯერ ისევ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა და ამის შედეგად მდინარე მტკვირს მთელი ხეობა ჩაიგდო ხელში.

 რუსეთ-თურქეთის ომი 1829 წელს ანდრიანოპოლის ზავის შედეგად დასრულებულად გამოცხადდა. რუსეთის იმპერიამ ამით შავ ზღვაზე წვდომა მოიპოვა და დუნაის დელტა, სერბეთი და საბერძნეთი გათავისუფლდა. ამ ზავის საფუძველზე დარდანელის სრუტეც გაიხსნა სავაჭრო გემებისთვის.

დარდანელის სრუტე თავისი ვიწრო სანაოსნო გზებით თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, რომელიც არამხოლოდ ავროპისა და აზიის გამყოფი იყო, არამედ მარმარილოს ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებდა და ბოსფორის სრუტის საშუალებით შავ ზღვასთან გასასვლელს ქმნიდა.

დღესდღეობით აწყურის ციხესიმაგრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ციხესიმაგრის მრავალი ფენიდან ზოგიერთის ამოცნობა ჯერ ისევ შესაძლებელია. ციტადელი, ციხესიმაგრის შიდა ნაწილი და თავად პატარა ციხესიმაგრე, უმაღლეს წერტილს აღნიშნავს.

აწყურის ციხესიმაგრე პატარა გორაკზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მისასვლელი გზა რთულია, და შიდა ნაწილის ნახვა მხოლოდ კლდეში გამავალი ვიწრო გვირაბის გავლითაა შესაძლებელი, ნამდვილად ღირს ასვლა. აწყურის ციხესიმაგრიდან დანახული ხედებით ადვილად მიხვდებით მის მაშინდელ სტრატეგიულ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის.

აწყურის ციხესიმაგრეს 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

Fields marked with * are required.