აწყურის საკათედრო ტაძარი და ციხე-სიმაგრე
პატარა ქალაქ აწყურში, რომელიც ახალციხის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს, შეხვდებით შუასაუკუნეების საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს ძეგლს: ეკლესიას და ციხესიმაგრეს. ორივე აწყურის სახელის მატარებელია.
ჯერ ეკლესია დავათვალიეროთ. თუ ციხე-სიმაგრის შესახებ მეტი გსურთ შეიტყოთ, დააჭირეთ ღილაკს ფოტოზე.
აწყურის ეკლესია მე-10 მე-11 საუკუნეებში აშენდა და იმ დროის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი იყო. ეკლესიის თავდაპირველი შენობიდან მხოლოდ მცირე სახითაა ფორმები შემორჩენილი. 2016 წელს დიდი სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.
თუმცა ამ შესანიშნავ არქიტექტურულ ძეგლს დიდხანს არ უარსებია. 1283 წელს, როცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვერ გადაურჩა მას ვერც აწყურის საკათედრო ტაძარი. მისი აღდგენა მოხდა იმ დროისთვის დამახასითებელი ჯვრისფორმის გეგმით და სამსვეტიანი თაღედით. სხვადასხვა სამშენებლო ფაზა, მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდეგ, ახლაც შეინიშნება დღემდე შემორჩენილ სტრუქტურაში, რაზეც სხვადასხვა სამშენებლო ქვები მეტყველებს.
2015 წელს გამოქვეყნებულ გეგმაში, რომელიც ეკლესიის სარეკონსტრუქციოდ შეიქმნა, ჩანს ცილინდრული კედელიც, რომელიც იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი და იმდროინდელ არაერთ ეკლესიასა თუ მოანსტერს ახასიათებს. ამ კედელს აქვს ვერტიკალური ცილინდრის ფორმა აქვს და ეკლესიის უმაღლეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ეკლესიის კვადრატისებრ ქვედა ნაწილს გუმბათთან აკავშირებს. ეს კედელი ძირითადად 12 ფანჯრითაა წარმოდგენილი რაც ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლოა.
მე-16 საუკუნის შუა რიცხვებამდე აწყური შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ცენტრი იყო. აქვე იყო ეპარქიაც. აწყურში ესვენა ცნობილი აწყურის ღვთისმშობლის ხატი.
ღვთისმშობლის ეს ხატი განსაკუთრებულია თავისი შესრულებით. ღვთიმშობელ მარიამს მარცხენა ხელში უჭირავს პირმშო იესო და მარჯვენა ხელით კი მიუთითებს მასზე, როგორც მხსნელზე. პირმშო იესო კი, თითქმის როგორც ყოველთვის, მაკურთხევლის ჟესტითაა წარმოდგენილი.
ლეგენდის თანახმად, ანდრია მოციქულმა, ან ანდრია პირველწოდებულმა, როგორც მას საქართველოში უწოდებენ, ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის ხატი აწყურის ტაძარში.
ანდრია პირველწოდებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს რელიგიის ისტორიაში, ვინაიდან მას როგორც ქრისტიანული რელიგიის პირველ მქადაგებლად და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამაარსებლად მიიჩნევენ. ამ ტრადიციაზე დაყრდნობით ანდრია მოციქულის შემდგომი მქადაგებელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის.
როცა 1283 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ირგვლივ ყველაფერი განადგურდა და მათ შორის აწყურის ტაძარიც, ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა და ახალი ბინა გელათის ტაძარში დაიდო. გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოში, ქუთაისთან ახლოს მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
მე-16 საუკუნის შუახანებში, როცა ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო ეს მხარე, დაცარიელდა იქაურობა და აწყურის ეკლესიაც, სხვა ეკლესია მონასტრებთან ერთად განადგურდა.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ხელშეუხებელი იყო აწყურის ეკლესიის ნანგრევები. მხოლოდ 1990-იანი წლებიდან დაიწყო არქეოლოგიური კვლევები, რომლის შედეგადაც აღმოაჩინეს შუასაუკუნეების მრავალი ფრაგმენტი.
2016 წლიდან დაიწყო დიდი სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები და დღემდე მიმდინარეობს, მათ შორის, აწყურის ტაძრის აღდგენა.
აწყურის ტაძარი ეგრეთწოდებული საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი კულტურის ძეგლების სიაშია შეტანილი.
მგზავრობა:
აწყური ავტობან ს8 სთან, ზუსტად ქალაქ ბორჯომსა და ახალციხეს შორის მდებარეობს. ორივე ქალაქიდან შესაძლებელია აწყურში მიკროავტობუსით ან ტაქსით წასვლა. არის მატარებლით წასვლის შესაძლებლობაც
ტაქსი: 25-30 წუთი, 2 ლარი
მიკროავტობუსი: 25-30 წუთი, 2 ლარი
მატარებელი: 30-35 წუთი, 1,5 ლარი
მანძილი:
ახალციხე-აწყური: 22 კმ l ბორჯომი-აწყური: 25 კმ
სამუშაო საათები და ფასები:
ეკლესიის და აწყურის ციხესიმაგრის მოანხულება, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. შესვლა უფასოა
მიაქციეთ ყურადღება:
ახლოს პატარა მაღაზიაა და ასევე რამდენიმე რესტორანი და ბანკომატები.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.