ფაშას სასახლე
მეჩეთთან ახლოს მდებარეობს ასევე რაბათის ციხესიმაგრის შემდეგი ღირსშესანიშნაობა, ფაშას სასახლე, რომელიც უფრო ზუსტი განმარტებით საიდუმლო თათბირების და შეხვდრების ადგილი იყო.
,,ფაშა’’ოსმალეთის იმპერიაში წარმოადგენდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო წოდებას, რომელიც დიდებულებს მეთხუთმეტე საუკუნიდან ენიჭებოდათ.
ფაშას სასახლე შიგნით თავისი გუმბათოვანი ჭერის კონსტრუქციით პატრონის მაღალ საზოგადოებრივ წოდებაზე მიუთითებს, მაშინ როცა ნაგებობის დანარჩენი ნაწილი თავის დანიშნულებასთან მიმართებაში, შედარებით სადა და უბრალოა: ვიწრო ფანჯრები, კონსპირაციული შეხვედრებისას იქ მყოფების დამალვას, ხოლო ბლომად გამოყენებული ხე, ხმის იზოლირებას ემსახურებოდა.
ფაშას ხის სამეფო ტახტის მარჯვნივ არის ისლამური სამლოცველო ნიშა, რომელსაც ,,მირჰაბი’’ ეწოდება. ასეთი ნიშები მეჩეთებში ყოველთვის ლოცვის მიმართულების მაჩვენებელია.
აღსანიშნავია ის, რომ ფაშას სასახლეში ეს სამლოცველო ნიშა აღმოსავლეთ კედელთანაა და აქედან გამომდინარე იერუსალიმისკენ არის მიმართული მაშინ, როცა სამლოცველო ნიშები, ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყოველთვის მექასკენ მიმანიშნებელ სამხრეთ კედელზე მდებარეობს ხოლმე.
აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ პაშას სასახლეში ,,მირჰაბი’’ არა მხოლოდ სამლოცველოდ გამოიყენებოდა, არამედ სახლის პატრონისა და მისი თანმხლები პირების საიდუმლო შეხვედრებისთვის შესასვლელიც იყო. ლეგენდის თანახმად, ამ საიდუმლო შესასვლელს ყოველთვის ყრუ-მუნჯი ჯარისკაცები დარაჯობდნენ, რომ არავის არ მოესმინა ფაშას საუბრები.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.