ქართული ანბანი
ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის 2016 წლის ნოემბერში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
ქართული ანბანის სამი დამწერლობა არსებობს და თითოეულს საკუთარი კალიგრაფია აქვს: ასომთავრული, რომელიც უძველესია ამ სამს შორის, ნუსხა - ხუცური და მხედრული.
ფოტოზე გამოსახულია ქვა, რომელზეც ასომთავრულით შესრულებული ლოცვაა. ქვა ნაპოვნია ადიგენის რაიონში.
ნუსხა - ხუცური გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება მხოლოდ ეკლესია - მონასტრებში.
თანამედროვე ქართული ანბანი კი, რომელიც ყოველდღიურობაში გამოიყენება, მხედრულია. მიუხედავა იმისა, რომ ქართული ენა, თავისი გრამატიკული სტრუქტურიდან გამომდინარე, ცენტრალური ევროპელისთვის რთულად შესასწავლი ენაა, ადვილად იკითხება, რადგან სიტყვები ზუსტად ისე იწერება, როგორც გამოითქმის.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.