სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ახალციხის ციხესიმაგრის, ასევე ,,რაბატის ციხესიმაგრედ’’ წოდებულ ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმია.

თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სამცხე -ჯავახეთი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა სატრანსპორტო და სავაჭრო კვანძს წარმოადგენდა. 1930 წელს დაარსებული მუზეუმი, რომლის რეკონსტრუქციაც 2012 წელს თანამედროვე წესით ჩატარდა, ითვალისწინებს ამ ფაქტს და თვალსაჩინოდ წარმოადგენს ადრეული ისტორიიდან ოცდმეერთე საუკუნემდე რეგიონში უმნიშვნელოვანესი კულტურული და სავაჭრო  მოვლენების ქრონოლოგიურ გამოფენას. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილებაშია.

შესასვლელთან ახლოს იხილავთ ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტიპიური საცხოვრებელი სახლის მოდელს. ისინი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. მკაცრი კლიმატის გამო, რომელიც მკაცრ ზამთარსა დ ცხელ ზაფხულს ნიშნავს, ქვით ნაშენი სახლები ნაწილობრივ მიწაში იყო ჩაფლული. მხოლოდ სახურავი იყო ხისგან და ჰქონდა განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც მერცხლის ბუდეს უწოდებენ. წრიული ფორმის ხის ბლოკების ზედა ნაწილში არის ჭრილი, სადაც მზის სინათლე შემოდიოდა და ასევე შუაცეცხლის კვამლი გადიოდა.

მრავალი სამკაულთან თუ ნაჭრის ექსპონატებთან ერთად, აქ შეხვდებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე 15 საუკუნის ბრინჯაოს ფირფიტებს, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სავარაუდოდ ეს ფირფიტები მზის ღმერთის სადიდებელად შექმნეს და რიტუალების ჩატარებისას სასულიერო პირები ატარებდნენ.

მუზეუმში მოიძებნება ასევე არტეფაქტები და წარწერებიანი თასები, რასაც ექსპერტები ადრეული წერილობითი კულტურის მტკიცებულებებად მიიჩნევენ.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში განსაკუთრებული საგანძურიც გელოდებათ: ეს არის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ცნობილი ქართული ეროვნული ეპოსის, ,,ვეფხისტყაოსანის’’ უძველესი ფრაგმენტი, რომელიც მან ქართველი მეფის თამარის ბრძანებით 1200 წელს დაწერა. ნაწარმოებს, რომელსაც გერმანულად ,,Der Ritter im Tigerfell“   ჰქვია, 2013 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში არსებული ძვირფასი ასლი კი სავარაუდოდ მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.