მადრასა და ბიბლიოთეკა
ახალციხის თურქმა მმართველმა ჯაყელების ქართული საგვარეულოდან, ახმედ ფაშამ 752 წელს ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე მეჩეთის, მადრასას და ბიბლიოთეკის აშენების ბრძანება გასცა. ,,მადრასა’’, ან იგივე ,,მედრესე’’ ნიშნავს ისლამის რელიგიურ სკოლას. ეს ცნება დღესდღეობით ზოგადად სიტყვა ,,სკოლა’’-ს სანაცვლოდაც გამოიყენება.
საკლასო ოთახები პირველ სართულზე იყო განლაგებული. საცხოვრებელი ოთახები კი მეორე სართულზე. სკოლაზე მიერთებული ბიბლიოთეკა ახმედ ფაშას პერიოდში, წარმოადგენდა მსოფლიო ლიტერატურის მრავალფეროვან ნაკრებს, რომელიც სპარსული და ძველ არაბულ მანუსკრიპტებთან ერთად ძველბერძნული და ქართული ხელნაწერებისგან შედგებოდა.
1828 წელს ახალციხის რუსულ-ქართული ჯარის მიერ დაპყრობის შედეგად ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი განადგურდა. მხოლოდ რამოდენიმე შემორჩენილი ხელნაწერი დღეს სანკტ პეტერბურგის ბიბლიოთეკაში ინახება.
საბჭოთა კავშირის და ზოგადად რუსეთის ბატონობის პერიოდში მადრასა პირველ რიგში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მეთვრამეტე საუკუნის ნაგებობიდან შემორჩა მხოლოდ მთავარი საყრდენი ნაწილი თავისი ლითონის დამაკავშირებელი ელემენტებით.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.