Charles Aznavour's star

შარლ აზნავურის ვარსკვლავი

უშუალოდ ახალციხის ციხესიმაგრის გვერდით ვარსკვალვური ფორმის მემორიალური დაფაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მომღერლის, ლირიკოსის, მსახიობისა და დიპლომატის, შარლ აზნავურის საპატივცემულოდ გაიხსნა.

შარლ აზნავური, ნამდვილი სახელით შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანი,1924 წელს პარიზში დაიბადა. მის დაბადებამდე ორი წლით ადრე მისი ოჯახი საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში. დედა ერთი სომხური ოჯახიდან იყო, მამა კი ახალციხეში დაბადებული ქართველი.

შარლ აზნავურმა, როგორც მომღერალმა და მსახიობმა, 1960, 70 იან წლებში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. თავისი 70 წლიანი კარიერის პერიოდში მან 200 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა, მაგრამ თავის წარმატებასა და პოპულარობას ხელოვანი პოლიტიკურ სფეროშიც იყენებდა და ის ყოველთვის კავშირში იყო მშობლიურ ფესვებთან: 1988 წელს სომხეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ის აქტურად მონაწილეობდა ფული შეეგროვებინა სომხეთის აღდგენითი მშენებლობებისთვის. თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ის იყო არამარტო სომხეთის ელჩი შვეიცარიაში, არამედ სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

შარლ აზნავურის ვარსკვლავი 2012 წელს გაიხსნა, როცა ის ახლადრესტავრირებული ახალციხის ციხესიმაგრის გახსნასთან დაკავშირებით კონცერტს მართავდა. სხვათაშორის შარლ აზნავურის ვარსკვალვი 2012 წელს გაიხსნა არამარტო რაბათის ციხესიმაგრესთან, არამედ ცნობილ ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც.

შარლ აზნავური 2018 წლის პირველ ოქტომბერს, 95 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.

პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.

 

Fields marked with * are required.