ახმედიეს მეჩეთი
ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ ნიმუშს ახალციხის ციხესიმაგრის ფარგლებში ახმედიეს მეჩეთი წარმოადგენს. რომელიც 1752 წელს აჰმედ ფაშა ჯაყელის დავალებით იტალიელი არქიტექორის მიერ აშენდა.
აჰმედ ფაშა ჯაყელების ქართული სამეფო ოჯახიდან ახალციხეში 1745 დან 1758 წლამდე მბრძანებლობდა. ლეგენდის თანახმად მეჩეთის მშენებლობისთვის დანიშნული იყვნენ არა იტალიელი, არამედ ქართველი არქიტექტორები, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯეს, რადგან თითქოსდა ეს მეჩეთი სტამბულში არსებულ აია სოფიას ტაძარს მიამსგავსეს.
ახმედიეს მეჩეთი ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე ააგეს და მშენებლობის დამკვეთმა, ახმედ ფაშა ჯაყელმა მას რამოდენიმე ქრისტიანული ელემენტიც შემატა, როგორიცაა მაგალითად 12 ფანჯარა ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლოდ. თუმცა ამავე დროს მან ,,მადრასად’’ თუ ,,მედრესედ’’ წოდებული რელიგიური სკოლა და ბიბლიოთეკაც დააარსა.
ამის მიზეზები ჯაყელების ოჯახის ისტორიული მოქნილობით აიხსნება. ქრისტიანმა ჯაყელებმა შეიცვალეს სარწმუნოება, მიიღეს ისლამი მას მერე, რაც 1578 წელს თურქებმა ახალციხე დაიპყრეს, და როგორც ოსმანური იმპერიის მმართველები, გაბატონდნენ მთელ ახალციხეზე.
მას მერე, რაც რუსულ-ქართულმა ჯარმა გენერალ ივან პასკევიჩის მეთაურობით უკან დაიბრუნა ქალაქი, მეჩეთი ისევ მართლმადიდებლურ ეკლესიად გადაკეთდა.
დღეს ეს უშველებელი ქვის ბლოკებით აგებული შენობა ისევ მეჩეთია. მეჩეთის მარჯვენა, უკანა კუთხეში მდებარე მინარეთს, რომელსაც მანათობელი მოოქროვილი გუმბათი ამშვენებს, ზუსტად იგივე სიმაღლე აქვს, როგორც მთავარ ნაგებობას.
რაც შეეხება მოოქროვილ გუბათს, ექსპერტები დღესაც კამათობენ იმაზე, არის თუ არა 2011 და 2012 წლებში რესტავრირებული გუმბათის მოოქროვილი ფერი ისტორიულად ავთენტური.
რაც არ უნდა იყოს, ნამდვილად ღირს მეჩეთს შიგნითაც შეავლო თვალი, სადაც ულამაზესი, ნაწილობრივ ორიგინალური ფორმით შენარჩუნებული მოზაიკები გაგაოცებთ. აქვე იხილავთ ქრისტიანულ არტეფაქტებს, როგორც მდუმარე მოწმეებს ახმედიეს მეჩეთის ცვალებადი ისტორიისა.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.