Pasha's House
Museum
Madrasa and library
Akhmedia Mosque
Charles Aznavour's star
Hotel & Restaurants
განუმეორებელი ახალციხის ციხესიმაგრე
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების სიმბოლო
ახალციხე, დაახლოებით 20.000 მცხოვრებით წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რაიონული ცენტრის დედაქალაქს და სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოს ამ პროვინციაში. ახალციხის შუაში მდინარე ფოცხოვი მოედინება, რომელიც ქალაქს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს.
სიტყვასიტყვით ,,ახალციხე" ახალ ციხეს ნიშნავს. ცნობილი ციხესიმაგრე, რომელიც მდინარის ახლოს, ქალაქის ძველ, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა გორაკზე მდებარეობს, ცნობილია ,,რაბათის ციხესიმაგრის" სახელწოდებით, რომელიც მას ახალციხის ერთ-ერთი უძველესი უბნის, რაბათის მიხედვით ეწოდა.
მეცხრე საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე, დღეს არამარტო საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობად ითვლება, არამედ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების სიმბოლოდაც აღიქმება. ამას მოწმობს ამ არეალში გვერდიგვერდ მდებარე მეჩეთი, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები და სინაგოგა.
ქალაქისა და ციხესიმაგრის ცვლილებებით აღსავსე ისტორია განსხვავებულ არქიტექტურულ ანაბეჭდებსა და ეთნიკურ თუ რელიგიურ მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება.
ქართულ ქრონიკებზე დაყრდნობით, მეცხრე საუკუნეში ახალციხის დაარსება გვარამ მამპალს უკავშირდება. მამპალ ბატონი მეფე აშოტ პირველის შვილი იყო ბაგრატიდების არისტოკრატული ოჯახიდან. ქალაქის პირველ სახელწოდებად ,,ლომსია“ არის ცნობილი, რაც ლომს ნიშნავს.
დაახლოებით მეთორმეტე საუკუნის ბოლოს გადაიქცა ლომსია ციხესიმაგრედ, შემოსაზღვრული ქალაქის კედლით და თავდაცვითი კოშკებით. ქალაქმა ამ პერიოდშივე შეიცვალა სახელი და მას ეწოდა ახალციხე. შემდგომ საუკუნეებში ახალციხეს რეგიონში მმართველობითი ცენტრის ფუნქცია ეკისრა, რომელიც ასევე იმ დროისთვის გაბატონებული ქართული გვარის, ჯაყელების საბატონოც იყო.
ასევე იმ დროისთვის გაბატონებული ქართული გვარის, ჯაყელების საბატონოც იყო.
1578 წელს ქალაქი და ციხე-სიმაგრე თურქების ბატონობის ქვეშ მოექცა. რამოდენიმე აჯანების მიუხედავად მაინც ოსმანთა იმპერიის ბატონობის ქვეშ რჩებოდა 1828 წლამდე, სანამ არ გამოჩნდა რუსულ-ქართული ჯარი ივან პასკევიჩის მეთაურობით .
ახალციხის ციხესიმაგრე, დღეს ,,რაბატის ციხედ“ წოდებული, დაახლოებით შვიდ ჰექტარზეა გადაჭიმული და ქალაქის მსგავსად, ისიც ზემო და ქვემო ნახევრებად იყოფა.
ციხესიმაგრის ზედა ნაწილში ისტორიული შენობა, მართლმადიდებლური ეკლესია, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი მდებარეობს. აქვეა ციტადელი, ფაშას სასახლე, ბიბლიოთეკა და ამფითეატრი.
ციხესიმაგრის ქვედა ნაწილი კი მოიცავს მომსახურების დაწესებულებებს, როგორიცაა საინფორმაციო ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, სასტუმრო, რესტორანი და რამოდენიმე ბარი თუ მაღაზია.
2011 და 2012 წლებში დიდი დაფინანსებით განხორციელდა ახალციხის ციხესიმაგრის სრული რეკონსტრუქცია და რემონტი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამა თუ იმ დეტალის, როგორიცაა მაგალითად მეჩეთის მოოქროვილი გუმბათი, ისტორიულ სისწორეზე დღესაც კამათობენ, ახალციხის ციხესიმაგრე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ სანახაობად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ნამდვილად ღირს მისი მონახულება.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.